საქველმოქმედო ორგანიზაცია "სწავლის ხელშეწყობის ფონდი"

შევუწყოთ ხელი ნიჭიერ და წარმატებულ სტუდენტებს წარმატებული მომავლის შექმნაში

"სწავლის ხელშეწყობის ფონდის განცხადება"

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი ( lpf.ge )“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული  ( CPA 3 . 5 -ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით. ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

·             ანკეტა ;

·             პირადობის მოწმობის ასლი;

·             სტუდენტის სასწავლო ბარათი;

·             ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;

·             სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

საბუთები მიიღება: 2017 წლის  4 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე ( ჩათვლით ) ; მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.30 სთ-მდე.

მისამართი:   თბილისი, უნივერსიტეტის ქ.  N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,  მე-6 სართული, ოთახი 607;

ტელეფონები: 2 303 217; მობ: 593 273 092; 551 626 320;