საქველმოქმედო ორგანიზაცია "სწავლის ხელშეწყობის ფონდი"

შევუწყოთ ხელი ნიჭიერ და წარმატებულ სტუდენტებს წარმატებული მომავლის შექმნაში

ფონდის მისია და მიზნები

მისია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით.

მიზნები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის სოციალური გარემოს ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით.
  • სტუდენტების კონკრეტული საჭიროებისათვის ფინანსური და მატერიალური დახმარება.
  • წევრთა მოხალისეობისა და მეცენატეობის საფუძველზე ქველმოქმედება ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის;
  • ფიზიკური პირების, პირთა ჯგუფის, ბიზნეს ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების, ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ორგანიზება, მიმართული ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის კონკრეტული ჰუმანიტარული ან/და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად.